10.11.2025, 10:39
5 უპასუხო გოლი: ფუტსალისტებმა ბუკიას იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს
5 უპასუხო გოლი: ფუტსალისტებმა ბუკიას იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს
ავტორი
Aa

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან პირველ ამხანაგურ მატჩში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5:0 გაანადგურა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა — თავი გიორგი ღავთაძემ გამოიჩინა ეფექტური გოლით. შესვენების შემდეგ კი ესტონელთა კარში ნამდვილი გოლების წვიმა წამოვიდა: უპირატესობა არჩილ სებისკვერაძემ, გიორგი ჩიმაკაძემ, საბა ტყეშელაშვილმა და ლევან სვანიძემ გაზარდეს.

ეს დღე განსაკუთრებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეკარის, თორნიკე ბუკიასთვის. მან ეროვნული გუნდის მაისურით თავისი მე-100, საიუბილეო მატჩი ჩაატარა და მოედანზე გუნდს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა.

გუნდებს შორის მეორე ამხანაგური დაპირისპირება 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

Add comment