საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „მეცმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა სტუმრად „ნანტი“ 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე 3 ქულა ჩაიწერა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ქართველი შემტევი, გიორგი აბუაშვილი გახდა.
აბუაშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როცა ტაბლოზე კვლავ 0:0 ეწერა. მას მხოლოდ ოთხი წუთი დასჭირდა, რომ მატჩის სურათი სრულად შეეცვალა — 82-ე წუთზე მან სადებიუტო გოლი გაიტანა და „მეცი“ დააწინაურა. მალევე, სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ 2:0 იმარჯვეს.
21 წლის შემტევისთვის ეს პირველი გოლია ლიგა 1-ში, რომელიც მან თავის მერვე მატჩში გაიტანა.
ამ გოლით გიორგი გახდა მეხუთე ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში (გია გურულის, გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ), რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თავის გამოჩენა შეძლო.
რაც შეეხება „მეცის“ მეორე ქართველს, გიორგი წიტაიშვილს, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. წიტაიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 11 მატჩში 1 საგოლე გადაცემაა.
ამ გამარჯვებით „მეცმა“ 8 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზეა. გუნდმა მომდევნო ტურის მატჩი 9 ნოემბერს, „ნიცას“ წინააღმდეგ გამართა.