04.11.2025, 00:57
ქართული ფინალი და 11 მედალი – ვეტერანმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი შტურმით დაიწყეს
ქართული ფინალი და 11 მედალი – ვეტერანმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი შტურმით დაიწყეს
ავტორი
Aa

პარიზში, ვეტერან ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრების პირველივე დღე ტრიუმფალურად ჩაატარა. ჩვენმა გამოცდილმა ფალავნებმა ჯამში 11 მედლის მოპოვება შეძლეს!

განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მძიმე წონითი კატეგორია, სადაც ნამდვილი ქართული დომინირება ვიხილეთ.

ქართული ფინალი +100 კგ-ში

დღის მთავარი მოვლენა +100 კგ წონით კატეგორიაში გათამაშებული ფინალი გახდა, სადაც ტატამზე ერთმანეთს ორი ქართველი – შოთა ჟორჟოლიანი და სლავიკ რეზესიძე დაუპირისპირდნენ.

ფინალური ბრძოლა შოთა ჟორჟოლიანის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, სლავიკ რეზესიძე კი, შესაბამისად, ვერცხლის პრიზიორი გახდა.

დღის ყველა მედალოსანი

პირველი საშეჯიბრო დღის გმირები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მედლები მოუტანეს, არიან:

ოქროს მედალი:

  • ანზორ ხმიადაშვილი (-81 კგ)

  • გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ)

  • პაატა ღვინიაშვილი (-100 კგ)

  • დავით ლორიაშვილი (+100 კგ)

  • შოთა ჟორჟოლიანი (+100 კგ)

ვერცხლის მედალი:

  • გივი ნადარეიშვილი (-60 კგ)

  • სლავიკ რეზესიძე (+100 კგ)

ბრინჯაოს მედალი:

  • დიმიტრი მულაძე (-60 კგ)

  • გეგი თამლიანი (-100 კგ)

  • გოჩა ზაქრაძე (-100 კგ)

  • ლაშა ტაველური (+100 კგ)

შეგახსენებთ, რომ პარიზში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი 7 ნოემბერს დასრულდება. ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს ბრწყინვალე სტარტს!

Add comment