04.11.2025, 00:45
ლეგიონერების ბრწყინვალე უიქენდი: კვარას ასისტი და ბუდუს გოლი!
ლეგიონერების ბრწყინვალე უიქენდი: კვარას ასისტი და ბუდუს გოლი!
ავტორი
Aa

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და თავიანთ გუნდებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ეს უიქენდი ნამდვილად შედეგიანი გამოდგა – გვაქვს საგოლე გადაცემა საფრანგეთის ტოპ-კლუბში და უმნიშვნელოვანესი გოლები გერმანიასა და საფრანგეთში.

ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ 1:0 ნიცა)

"პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის მორიგ ტურში "ნიცას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება (1:0).

მატჩის გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა! ქართველმა ვარსკვლავმა შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა და სწორედ მისი ბრწყინვალე საგოლე გადაცემით გავიდა ერთადერთი და გამარჯვების გოლი.

კვარას შესრულება უმაღლეს დონეზე შეფასდა – SofaScore-მა მას 9.1 ქულა დაუწერა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.

ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი 1:1 აინტრახტი)

გერმანიის ბუნდესლიგაში კვლავ შედეგიანია ბუდუ ზივზივაძე. მისმა "ჰაიდენჰაიმმა" ფრანკფურტის "აინტრახტთან" უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა (1:1), გოლის ავტორი კი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გახდა.

ბუდუმ მატჩი აქტიურად ჩაატარა და მისი გოლი გუნდს სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად დაეხმარა. SofaScore-ზე მისი თამაში 7.6 ქულით შეფასდა.

ზურიკო დავითაშვილი (სტ. ეტიენი)

ფანტასტიკურ ფორმაშია ზურიკო დავითაშვილიც. "სენტ-ეტიენის" ქართველმა შემტევმა "რედ სტარის" კარში გაიტანა და ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი გოლით.

ზურიკო სეზონს შესანიშნავად ატარებს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, რაც მის სტაბილურობაზე მიუთითებს.

Add comment