05.11.2025, 11:34
13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
ავტორი
Aa

13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში „ატლანტა ჰოუქსთან“ მეორედ დამარცხდა. ფლორიდელებმა სტუმრად ითამაშეს და გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონიათ — შეხვედრა 112:127 დასრულდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი და 54 წამი გაატარა.

გოგას სტატისტიკა:

  • 4 ქულა

  • 2 მოხსნა

  • 2 შედეგიანი გადაცემა

ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რითაც 100%-იანი სროლის სიზუსტე აჩვენა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ტრისტან და სილვამ 20 ქულა მიითვალა, ხოლო ფრანც ვაგნერმა მატჩი 18 ქულით დაასრულა.

„ატლანტას“ მხრიდან 21 ქულით ზაკარი რისაშე გამოირჩა. ნიკელ ალექსანდერ-უოკერმა 20 ქულა გაიფორმა, ხოლო დაისონ დენიელსს 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.

„ორლანდოს“ ამჟამად სამი მოგება და ხუთი წაგება აქვს. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი 8 ნოემბერს, „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

Add comment