10.11.2025, 00:54
წაგებით მოგებული თასი: ხელბურთელების ისტორიული პირველობა!
წაგებით მოგებული თასი: ხელბურთელების ისტორიული პირველობა!
ავტორი
Aa

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში გამართულ კარპატების თასზე ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

საინტერესოა, რომ ჩვენმა გუნდმა ტურნირის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში უკრაინის ნაკრებთან მარცხი იწვნია, ანგარიშით 28:32.

მიუხედავად ამ წაგებისა, წინა მატჩებში დაგროვებული უპირატესობის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ადგილი შეინარჩუნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ჯვაროსნებმა“ კარპატების თასის მოგება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ გუნდს ამ უმნიშვნელოვანეს გათამაშებაზე ორი მთავარი ლიდერი — გიორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე — ტრავმების გამო აკლდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კარპატების თასზე: გიგი რუხაძე, დავით ნიქაბაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, ერეკლე არსენაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.

Add comment