საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს, ბათუმში, კანადის ნაკრების წინააღმდეგ მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩს გამართავს. „ბორჯღალოსნები“ აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ ბათუმში დარჩნენ და მომავალი დაპირისპირებისთვის იქვე ემზადებიან.
მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, გაფართოებულ შემადგენლობაში საფრანგეთში მოთამაშე კიდევ ოთხი მორაგბე გამოიძახა:
-
გიორგი მამაიაშვილი (ბურჯი, გრენობლი)
-
ნიკა სუთიძე (კვაჭი, ლა როშელი)
-
გიორგი ჯავახია (მეორეხაზელი, ტულონი)
-
თორნიკე ჯალაღონია (მესამეხაზელი, პროვანსი)
რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს, კანადის ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი სტუმრად რუმინეთში გამართა და 21:31 დამარცხდა. „ბორჯღალოსნების“ კიდევ ერთმა მომავალმა მეტოქემ, იაპონიის ნაკრებმა, დუბლინში ირლანდიასთან 10:41 წააგო.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
შერკინება: გიორგი მამაიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, ნიკა სუთიძე, გიორგი ჯავახია, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გაგა სინაურიძე, თორნიკე ჯალაღონია.
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზურაბ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, დავით ნინიაშვილი.
ნოემბრის ტესტები
-
15 ნოემბერი: საქართველო - კანადა
-
22 ნოემბერი: საქართველო - იაპონია