UFC-ის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა, საჯაროდ აღიარა, რომ „მანქანის“ დიდი გულშემატკივარია. მისი თქმით, UFC-ის მოქმედ ჩემპიონებს შორის, სწორედ მერაბ დვალიშვილია მისი პირადი ფავორიტი.
მიტჩელმა ამის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სპორტული ინტერესი არ არის:
„შეიძლება მიკერძოებული ვარ, რადგან დვალიშვილთან ვმეგობრობ და ერთადაც მივარჯიშია. მე ვიცი, ოქტაგონს მიღმა როგორი ადამიანია და სხვებს როგორ ექცევა. სწორედ ამიტომ არის ის ჩემი ფავორიტი ჩემპიონი.“
ამერიკელმა მებრძოლმა დაამატა, რომ „მანქანის“ არცერთ ბრძოლას არ ტოვებს და მოუთმენლად ელის მის მომავალ დაპირისპირებას პიოტრ იანთან.
აღსანიშნავია, რომ თავად ბრაის მიტჩელი სულ ახლახან გადმოვიდა მერაბის, უმსუბუქეს დივიზიონში (Bantamweight) ქვემსუბუქი წონიდან (Featherweight). ეს ფაქტი მის ასეთ თბილ კომენტარს კიდევ უფრო საინტერესო ელფერს სძენს...