05.11.2025, 11:29
მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილია თოფურიას მიმართა
მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილია თოფურიას მიმართა
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურში „ლივერპული“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. „წითლებმა“ საშინაო არენაზე 1:0 იმარჯვეს.

„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრას UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ესწრებოდა. „ბედი“ „ლივერპულის“ ცნობილი გულშემატკივარია. მან მატჩის წინ მერსისაიდელთა ლეგენდას, სტივენ ჯერარდსაც შეხვდა, რომელიც, მისი თქმით, ბავშვობის კერპია.

მატჩის შემდეგ პიმბლეტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას მიმართა, რომელიც „რეალის“ აქტიური გულშემატკივარია:

„ილია თოფურია არსად ჩანს. ილია, სად იყავი ამ საღამოს? მეგონა, რეალის ფანი იყავი. მოუთმენლად ველოდები, როდის დაგჩაგრავ ოქტაგონში ისე, როგორც ლივერპული ჩაგრავდა რეალს ამ საღამოს, მთელი 90 წუთის განმავლობაში.“


P.S. შეგახსენებთ, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულის" კარი მშრალად შეინახა! 🇬🇪🧤

Add comment