10.11.2025, 00:52
ძვირადღირებული შეცდომა: ეგაძე კანადის გრან პრიზე სამეულს მიღმა დარჩა
ავტორი
Aa
კანადაში ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის მორიგი ეტაპი დასრულდა, სადაც საქართველო ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მხოლოდ ნიკა ეგაძემ წარადგინა.
ქართველი მოციგურავე, ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 247.95 ქულით, საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ნიკასთვის მედლის მიღმა დარჩენის მიზეზი მოკლე პროგრამაში დაშვებული შეცდომა გახდა. ეგაძემ ოთხმაგი ტულიპის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რის გამოც მსაჯებმა მისი გამოსვლა მხოლოდ 85.92 ქულით შეაფასეს, რაც იმ მომენტისთვის მე-8 შედეგი იყო.
მიუხედავად წარუმატყობელი სტარტისა, ეგაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში. მან 162.03 ქულა დააგროვა და ამ კომპონენტში მე-4 შედეგი აჩვენა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სამეულში მოსახვედრად.
Add comment
ჩვენ გირჩევთ
09.02.2026, 00:35
ტრაგედია 13 წამში — ლინდსი ვონის ოლიმპიადა საავადმყოფოში დასრულდა
18.12.2025, 00:50
პსჟ - ფლამენგო 1:1 (ექსტრა ტაიმები 1:1, პენ 2:1)
10.11.2025, 10:51
[VIDEO] შემოვიდა და 4 წუთში გაიტანა! — აბუაშვილის ისტორიული გოლი ლიგა 1-ში
29.05.2026, 00:57
ქართველი არბიტრი მსოფლიო სცენაზე - მახარაძე U20 ჩემპიონატის რჩეულებში მოხვდა