09.11.2025, 23:52
დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ“ - ანდრია ბართიშვილზე
დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ“ - ანდრია ბართიშვილზე
ავტორი
Aa

„დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ“ - რას ამბობს კრისტიან ძაკარდო ანდრია ბართიშვილზე

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ცნობილ მენეჯერთან, მამუკა ჯუღელთან ერთად მუშაობს, Sky Sport-თან ინტერვიუში ახალგაზრდა ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე, 16 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, რომელიც ახლა აგენტის საქმიანობითაა დაკავებული, ქართველი ტალანტის შესაძლო ტრანსფერზე გაამახვილა ყურადღება.


„საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, „კვარას“ პოზიციაზე თამაშობს.

დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ“, - განაცხადა ძაკარდომ.


ცნობისთვის, 16 წლის ანდრია ბართიშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ამჟამად ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავს.

მიუხედავად მცირე ასაკისა, ის უკვე მიიწვიეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის.

Add comment