04.11.2025, 00:32
9 ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია
9 ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია
ავტორი
Aa
სასიხარულო და საამაყო ინფორმაცია გვაქვს!
იტალიის დედაქალაქ რომში კიკ-ბოქსინგში (K-1-ის წესებით) მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 20 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს სახელით 7 ახალგაზრდა სპორტსმენი ასპარეზობდა და შვიდივე მათგანმა პირველი ადგილი დაიკავა!
წარმოგიდგენთ ჩვენს ჩემპიონებს, რომლებმაც ოქროს მედლები და საჩემპიონო ქამრები მოიპოვეს:
🥇 გიორგი ლოლომაძე (16 წლის, 70 კგ)
🥇 საბა კვეზერელი (14 წლის, 40 კგ)
🥇 ლუკა ოდიკაძე (16 წლის, 50 კგ)
🥇 ოლეგ ჭანტურია (16 წლის, 55 კგ)
🥇 გიორგი მინასოვი (13 წლის, 50 კგ)
🥇 ლუკა ჯირაშვილი (13 წლის, 45 კგ)
🥇 ანდრია არაბიძე (16 წლის, 60 კგ)
🥇 ნიკა სიბაშვილი (14 წლის, 50კგ)
🥇 ნიკოლოზ ღვდელაძე (14წლის) 40კგ
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გიორგი ლოლომაძე უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 5-გზის საქართველოს ჩემპიონია!
ვულოცავთ ბიჭებს, მათ მწვრთნელებს, ოჯახებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას! ნამდვილად საამაყო ერი ვართ - ასეთი პატარა ქვეყანა და ასობით ჩემპიონი გვყავს ყველა სპორტში, როგორც წარსულში, ისე აწმყოში!
📣 გააზიარეთ წარმატება!
ჩვენი გვერდი ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ სპორტსმენებს.
თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრი, ან მეგობარი წარმატებას აღწევთ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, აუცილებლად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ფოტოსთან და მცირე აღწერასთან ერთად. ჩვენ სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ თქვენს მიღწევებს!
მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გვერდი ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდება!
Add comment