08.11.2025, 22:05
ალისონი ბრუნდება, რა ბედი ეწევა მამარდას?
ალისონი ბრუნდება, რა ბედი ეწევა მამარდას?
ავტორი
Aa

„ალისონი ბრუნდება, ისაკი ვარჯიშს იწყებს“ | არნე სლოტმა „სიტისთან“ მატჩის წინ ტრავმირებულებზე ისაუბრა

პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, გუნდში არსებული საკადრო პრობლემების, კერძოდ კი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

არნე სლოტის კომენტარი:


„სამკვირიანი უქმობის შემდეგ ალექსანდერ ისაკი საერთო ჯგუფთან ერთად დღეს (8 ნოემბერს) პირველად ივარჯიშებს. იძულებული ვარ გავიმეორო, მიეცით მას ცოტა დრო.

ალისონი ბრუნდება, ჟერემი ფრიმპონგიც უნდა ჩადგეს მწყობრში, მაგრამ ორივე მათგანი ნოემბრის სანაკრებო პაუზის მერე ითამაშებს“.


„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება „ეტიჰადზე“ 9 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სლოტის კომენტარიდან გამომდინარე, მიუხედავად ალისონის დაბრუნებისა, ბრაზილიელი მეკარე ამ შეხვედრას გამოტოვებს. შესაბამისად, „წითლების“ კარს დიდი ალბათობით კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

Add comment